en
ge

ევროკავშირი: ჩვენ გვსურს სამოქალაქო საზოგადოებას მოვუსმინოთ!

ევროკავშირი: ჩვენ გვსურს სამოქალაქო საზოგადოებას მოვუსმინოთ!

თბილისი. ევროკავშირი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ორ საკონსულტაციო შეხვედრაზე 17 სექტემბერს, Republic Event Hall-ში. 

„წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას 10 წელი შეუსრულდა და რადგან 2020 ახლოვდება, მნიშვნელოვანია გადავხედოთ მის მიღწევებსა და გამოწვევებს და მომავალი სტრატეგიული მიმართულებაც დავსახოთ”, - აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პირველი საკონსულტაციო შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ იქნება და დაიწყება 10:00-ზე. მისით დაინტერესებულებმა ონლაინ რეგისტრაცია 13 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე უნდა გაიარონ: https://www.eap-events.eu/eap-future 

მეორე საკონსულტაციო შეხვედრა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის ევროკავშირის საგზაო რუკის შესახებ გაიმართება და დაიწყება 14:00-ზე. მასზე დასასწრებად, საკონტაქტო ინფორმაცია, 13 სექტემბრის ჩათვლით, უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natia.antelava@eeas.europa.eu 

სრულად  

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)