აჭარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორგანიზებით, ანტიკორუფციული სკოლის სემინარები 13-17 სექტემბერს წელსაც ბათუმში მოეწყო.
„ანტიკორუფციულ სკოლაში მოწვეული პროფესიონალი სპიკერები პოლიტიკური კორუფციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, სასამართლო სისტემაში, ეკონომიკასა და მედიაში არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ მსმენელებს, რომლებიც საჯარო სამსახურში, არასამთავრობო სექტორში, ბიზნესსა და მედიაში დასაქმებულ შერეულ ჯგუფს წარმოადგენდნენ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სკოლის დამამთავრებელი სერთიფიკატები გადაეცათ”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)