თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს განცხადებას სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ.
“IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშსა და ინსტიტუტის კვლევებში სახელმწიფო ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი და არსებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. მათ შორის, მნიშვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა, სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის მართვაშიც მოექცევა ყველა სახელმწიფო ავტომანქანა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)