თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მერის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატივას კრიტიკულად აფასებს. „მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს უნდა შეუნარჩუნდეთ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი, რადგან მათ მიერ შესრულებული ფუნქციები პროფესიული ხასიათისაა, არ უკავშირდება მერის პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე გატარებას და მათი განხორციელებისათვის მერის პოლიტიკურ ხედვებთან თანხვედრა საჭირო არ არის“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)