თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი წალენჯიხაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.
„„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” ტენდერებში გამარჯვება აჩენს ეჭვს, რომ, შესაძლოა, ისინი კონკრეტული მიმწოდებლისთვის სასურველ პირობებზე იყო მორგებული. შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ისინი შპს-სთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)