თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) საქართველოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მიმოიხილავს.
„კანონპროექტით შემოთავაზებულია საჯარო სამსახურთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისთვის (სოფლის რწმუნებული) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების ვალდებულების და პროფესიული საჯარო მოხელის კარიერული განვითარების ახალი პროცედურის – შიდა კონკურსის შემოღება“, - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „მერის წარმომადგენელი, ხშირ შემთხვევაში, სოფელში ერთადერთ საჯარო მოხელეს წარმოადგენს, ამ ცვლილებით, კი იქმნება საფრთხე, რომ მოხდეს მათი სრულად პოლიტიზება და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენება“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)