თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორის მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება, რასთან დაკავშირებითაც, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განცხადებას ავრცელებს.
„2019 წლის 8 ოქტომბერს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორისი მაჩალიკაშვილისა და სხვა დაკავებული სამი პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 ივლისს დააკავეს და მას პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „EMC იმედოვნებს, რომ საქმის სასამართლოში განხილვის დროს დაცვის მხარეს შესაბამისი არგუმეტების წარდგენის შესაძლებლობა ექნება და სასამართლო შეძლებს სწორი სამართლებრივი შეფასებების გაკეთებას“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)