შიდა ქართლი. 21 ოქტომბერს, გორის სამოქალაქო აქტივიზმის წარმომადგენლები ტყვიავის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. საინფორმაციო სახის შეხვედრას, სკოლის მოსწავლეებთან ერთად მათი პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ.
„შეხვედრა ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებას, ასევე - მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობებისა და აქტივიზმის ხარისხის გაზრდას ისახავდა მიზნად“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)