en
ge

ახალგაზრდების ვიზიტი ნატოს გემებზე

ახალგაზრდების ვიზიტი ნატოს გემებზე

აჭარა. 5 ოქტომბერს, ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდები ესტუმრნენ.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებს, საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მოხალისეებსა და ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ორივე გემი დაეთვალიერებინათ და ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხელმძღვანელის კაპიტანი ალესანდრო ფალკონესა და კომანდორებისგან მოესმინათ გემის დანიშნულების და ფუნქციის შესახებ ინფორმაცია”, ნათქვამია ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023