თბილისი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე 17-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს (UNCRPD) საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა.
წარდგენილი ალტერნატიული ანგარიში მოიცავს საქართველოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან 2 წლიან პერიოდს. კერძოდ, აფასებს მოცემულ საანგარიშო პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამ დროისთვის არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს.
წყარო: https://phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)