en
ge

სასამართლომ სკოპინგის დასკვნის კანონიერების განხილვა დაიწყო

სასამართლომ სკოპინგის დასკვნის კანონიერების განხილვა დაიწყო

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის პროექტზე გაცემული სკოპინგის დასკვნის კანონიერების საკითხის არსებითად განიხილვა დაიწყო.

„საია სასამართლოში ლენტეხის ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს იცავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც სკოპინგის დასკვნა დამტკიცდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს „ხელედულა 3 ჰესის“ საქმეზე საიას მიერ წარდგენილი შუამდგომლობები დააკმაყოფილა, მათ შორის დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტის მამუკა გვილავასა და „მწვანე ალტერნატივას“ ექპსერტის დავით ჭიპაშვილის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნების საქმისათვის დართვის შესახებ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023