en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამორჩეულ ჟურნალისტებს დაასახელებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამორჩეულ ჟურნალისტებს დაასახელებენ

საქართველო. სამოქალაქო კამპანიის, „ეს ქვეყანა შენია“, ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ატარებს კონკურსს „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“. 

კონკურსის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში გამოვლინოს ჟურნალისტები, რომლებიც, თავიანთ საქმიანობაში, ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა), იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს; 2019 წლის განმავლობაში, რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას, სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, საქართველოს ყველა რეგიონში, აქვთ შესაძლებლობა, მათი რეგიონისა და ცენტრალური მედიის თითო გამორჩეული წარმომადგენელი დაასახელონ (თბილისში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხოლოდ ცენტრალური მედიის ჟურნალისტის შერჩევაში მონაწილეობენ). შესაბამისი კითხვარები შემდეგ ბმულებზეა განთავსებული: 

თბილისის ორგანიზაციებისთვის

რეგიონული ორგანიზაციებისთვის

გამარჯვებულად გამოცხადდებიან ჟურნალისტები, რომლებიც, თავიანთ რეგიონებში, ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ; ასევე - ცენტრალური მედიის ის ჟურნალისტი, რომელიც, საერთო მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად დასახელდება. თითო ორგანიზაციას თითო ხმა აქვს, ხმის მიცემის ვადა კი, 15 ნოემბერს იწურება. 

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)