en
ge

ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების კვლევა ჩატარდება

აჭარა. 25 ივნისს, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირა „პროგრესმა", ბათუმის მერიის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. ღონისძიება, რომელიც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა, ეხებოდა ადგილობრივი ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების შესახებ კვლევის ჩატარებას. მისი მიზანია ახალგაზრდების ინტერესებისა და პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიკაცია და ანალიზი.
აღნიშნული კვლევა შედგება ორი  –  თვისობრივი და რაოდებობრივი ნაწილისაგან. კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ აქტიური და ნაკლებად აქტიური ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები 15–დან 29 წლამდე.   კვლევა აგვისტოს ბოლოს დასრულდება. კვლევის შედეგები კი სექტემბერში გახდება ცნობილი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)