თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ევროპის სოციალისტურ პარტიას”, სტანიშევსა და გენერალურო მდივანო პოსტს, წერილობით მიმართეს.
„ჩვენ – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს – გვსურს მოგმართოთ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში და გთხოვოთ რეაგირება იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატია საქართველოში. გამოწვევები უკავშირდება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, თქვენი – „ევროპის სოციალისტური პარტიის“ (PES) პარტნიორს, რომლის ქმედებების შედეგად გრძელდება სახელმწიფოს მიტაცების პროცესი საქართველოს არაფორმალური მმართველისა და პარტიის თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ“, - ვკითხულობთ მიმართვაში.
წყარო: https://www.gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)