en
ge

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია ბათუმის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია ბათუმის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია ბათუმის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.

„აჭარგანათება” ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა. იგი უკონკურენტო ტენდერებში იმარჯვებს და გამარტივებულ შესყიდვებს იღებს - 2011 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით კომპანიამ 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან მთლიანობაში 26,523,383 ლარი მიიღო. ამ თანხის 82% უკონკურენტო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ორგანიზაციამ გაარკვია, რომ მიუხედავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებისა, ბათუმის მერია სატენდერო პირობების ერთ კომპანიაზე მორგების პრაქტიკას აგრძელებს და ამასთან, შპს-ს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სანქციას არ აკისრებს.

სრულად...

წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)