თბილისი. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით სემინარი - „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ გაიმართა.
„სემინარი, რომელსაც მოდერატორობას ადგილობრივი ექსპერტები - თამარ თომაშვილი და კოკა კიღურაძე უწევდნენ, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესრულების ირგვლივ მსჯელობას, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის, უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და სხვა საკითხების განხილვას დაეთმო. მოგვიანებით კი, სემინარი სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ჯგუფებმა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: nala.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)