თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის შესახებ საუბრობს.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზმა გამოკვეთა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ივანე მირიანაშვილისა და მისი გარემოცვის კერძო ინტერესები: მისი შვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა, 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ჯამში 5,375,427.64 ლარის ღირებულების 44 ტენდერი და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)