თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს დოკუმენტს - „ეთიკის ნორმების დარღვევა და რეაგირების მექანიზმები საქართველოს პარლამენტში“.
„საკანონმდებლო ორგანოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი. პარლამენტმა 2019 წლის 22 თებერვალს ეთიკის კოდექსი მიიღო, თუმცა ეთიკის საბჭოს დებულება ამ დრომდე არ არის დამტკიცებული და ეთიკის საბჭო ყველა წევრით არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, ის ვერ განიხილავს საჩივრებს და დეპუტატების მიერ ეთიკური კოდექსის ნორმების დარღვევებს, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი ინციდენტი სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა“, - ვკითხულობთ დოკუმენტის შესავალში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)