თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეების საქმის თაობაზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გაავრცელა.
„საყურადღებოა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 5 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც ივლის-აგვისტოში შპს „ურეკი რეზიდენსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ ცხრა მონაწილე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, სამართალდამრღვევად ცნეს. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, შეკრების მონაწილეთა მიზანს ხმაური წარმოადგენდა, მათი ქმედება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩარჩოში არ ექცევა”, - აღნიშნულია დოკუმენტში, - „საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს და 2019 წლის 25 ოქტომბერს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)