en
ge

გახშირებული პოლიტიკური დაპირისპირებები ქვეყნისთვის სახიფათო ფორმებს იღებს

გახშირებული პოლიტიკური დაპირისპირებები ქვეყნისთვის სახიფათო ფორმებს იღებს

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: გახშირებული პოლიტიკური დაპირისპირებები ქვეყნისთვის სახიფათო ფორმებს იღებს.

„ბოლო პერიოდში თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდამჭერები უპირისპირდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ყველა შემთხვევის დროს დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი ბოლომდე ვერ ან არ ახერხებდა მდგომარეობის განმუხტვას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, პროტესტის გამოხატვის დროს არ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან და თავი შეიკავონ აგრესიული კონტრაქციებისგან. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად უზრუნველყოს საპროტესტო აქციების მონაწილეების უსაფრთხოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა სამართალდამრღვევი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)