სამცხე-ჯავახეთი. 6 დეკემბერს, ბორჯომში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების წლის შემაჯამებელი შეკრება ჩატარდა. შეხვედრაზე 2018-2019 წელს ჩატარებული ადვოკატირების კამპანიები შეჯამდა და 2020 წლის აქტივობები დაიგეგმა.
„საბჭოს წევრებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების, ბიუჯეტირებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების შესახებ. სამოქალაქო საბჭოები ჩვენი ორგანიზაციის მიერ ქვეყნის 6 რეგიონში (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი) შექმნილი მოქალაქეთა არაფორმალური გაერთიანებებია, რომელთა მიზანი სხვადასხვა თემში არსებული ინფრასტრუქტული საჭიროებების გამოვლენა და გადაწყვეტაა ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობების დახმარებით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)