თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოსთვის. საქართველოში გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენისთვის (მხოლოდ 15% ფიქრობს, რომ არ არის გავრცელებული), ხოლო 51% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)