თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობის ქრონოლოგია.
„მმართველი პარტიის მხრიდან აჭარის ტელევიზიაზე ზეგავლენის მოპოვების აქტიური მცდელობა 2019 წლის აპრილში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის, დაუსაბუთებელი იმპიჩმენტით დაიწყო. თავად იმპიჩმენტი იმ ფონზე განხორციელდა, როდესაც კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, მაუწყებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, პოლარიზებულ მედია გარემოში დაბალანსებულობითა და მიუკერძოებლობით გამოირჩეოდა. ამის შემდეგ კი ხელისუფლების მხრიდან მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა აჭარის ტელევიზიაზე ზეგავლენის საბოლოოდ მოსაპოვებლად“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)