კახეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა კახეთის 4 მუნიციპალიტეტის (სიღნაღი, თელავი, ყვარელი, ახმეტა) 12-მდე დასახლებაში 30-მდე ინფრასტრუქტული პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს.
ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოკითხული მოქალაქეები ისეთ საჭიროებებსა და პრობლემებს ასახელებენ, როგორიცაა: სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა საუბნო და ცენტრალურ ტრასამდე დამაკავშირებელი გზების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, საექიმო ამბულატორიების მშენებლობა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ა.შ.
წყარო: https://www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)