თბილისი. ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს ძალით მოითხოვა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად გასცეს საჯარო ინფორმაცია 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული პატიმრის, რამზან ახიადოვის საპატიმრო პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოდგენილი ე.წ. გარანტიების შესრულების მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)