თბილისი. EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ორგანიზაციის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით „16 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარედგინა. საპროკურორო საბჭოს ოფიციალური განცხადებით, შოთაძის კანდიდატურა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა”.
EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს: „მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე; საზოგადოებისთვის დროულად გახადოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა შესახებ; დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება; წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი“.
წყარო: ორგანიზაციის ვებ–გვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)