en
ge

მულტიდისციპლინურმა გუნდმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

გურია. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა" ოზურგეთში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული გურიის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრაზე საგანმანათლებლო სპეციალისტების ჯგუფმა ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო სამივე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელმაც ცხადყო, რომ ამ თვალსაზრისით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში არასახარბიელო მდგომარეობაა და პრობლემების გადაჭრაში უნდა ჩაერთონ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე უფრო აქტიური უნდა იყოს საზოგადოება. პრეზენტაცია 21 ივნისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)