en
ge

სამთავრობო საათის უქონლობის საკითხისთვის

სამთავრობო საათის უქონლობის საკითხისთვის

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს თორნიკე გერლიანის ბლოგპოსტს: სამთავრობო საათის უქონლობის საკითხისთვის.

„შეკითხვის საათი საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მექანიზმია, რომელიც მთავრობისადმი დასმულ კითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს ეთმობა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის არსებული რედაქცია არც „სამთავრობო საათს“ და არც რომელიმე სხვა ეკვივალენტურ პროცედურას არ ითვალისწინებს. სამთავრობო საათი პარლამენტის მიერ საზედამხედველო საქმიანობის საფუძვლიანად და ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია, რეგლამენტით დამკვიდრდეს სამთავრობო საათის მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბდება სტაბილურ, ორკვირეულ ინსტიტუტად (ყოველ სასესიო კვირაში) და ცალკეულ დეპუტატებს მათთვის საინტერესო საკითხებზე მთავრობის წევრებისგან პასუხების მიღების შესაძლებლობას მიანიჭებს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)