თბილისი. გენერალური პროკურორის კონკურსთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოვუწოდებთ: საპროკურორო საბჭოს, პარლამენტში არ წარადგინოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა, ასევე სხვა პირის წარდგენის შემთხევაში დაასაბუთოს კანდიდატის მინიმალური შესაბამისობა გენერალური პროკურორისთვის წარდგენილ მოთხოვნებთან; პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსისა და არა უმრავლესობის საფუძველზე, რაც ახლად გამწესებული გენერალური პროკურორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)