თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქვეყნებს ბლოგპოსტს: აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.
„მოვუწოდებთ, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მოვუწოდებთ, საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქტიურად აკვირდება აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებს, სოლიდარობას უცხადებს ყველა თანამშრომელს, რომელიც საკუთარი უფლებებისა და პროფესიული ღირსებისათვის იბრძვის და მზად არის, შესაბამისი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ჟურნალისტებს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)