თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიზნით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას აგრძელებს. ამჯერად, ორგანიზაციამ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია, მისი ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა გამოიკვლია.
„ანზორ ბოლქვაძის 2019 წლის დეკლარაციის და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მაჟორიტარს ოჯახის საკუთრებაში არსებული 4 ქონება და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის 7 ფაქტი არ აქვს მითითებული. ამასთან, გაირკვა, რომ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა აჭარის მთავრობის კუთვნილი შპს Goderdzi Resorts-ის და ხულოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 156,073 ლარი მიიღო. დეკლარაციაში ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად მითითება კანონმდებლობის დარღვევაა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)