თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგის გასაჯაროებას ითხოვს.
„საიამ საჯარო სამსახურის ბიუროსგან მოითხოვა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადაც მოცემული იქნებოდა შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგების საბოლოო ანგარიშში შეუტანლობის მიზეზები. საჯარო სამსახურის ბიურომ ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე. ერთადერთი შემთხვევა, როცა ბიუროს მონაცემების გაუცემლობის საფუძველი შესაძლოა ჰქონოდა, შალვა თადუმაძის მიერ დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანაა, რა დროსაც ბიურო ვალდებულია საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. მნიშვნელოვანია, რომ საიამ იდენტური ინფორმაცია გამოითხოვა სხვა რამდენიმე თანამდებობის პირზეც, რომლებიც ანალოგიურად არ მოხვდნენ ანგარიშში. ამ შემთხვევებში ბიურომ ინფორმაცია სრულყოფილად გასცა. საია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს გაასაჯაროოს შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგი და განმარტოს მისი გასაიდუმლოების სამართლებრივი საფუძველი“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)