თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ქალაქ ტყიბულის შახტებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს და სახელმწიფოს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და სსიპ - სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს, ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოვუწოდებთ: დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქალაქ ტყიბულში მოქმედ შახტებში დამსაქმებლის მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა, რათა აღნიშნული სივრცე არ გახდეს დაავადების აფეთქების კიდევ ერთი კერა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)