en
ge

ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის სახელმძღვანელო

თბილისი.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგით დაინტერესებული პირებისთვის ახალი სახემძღვანელო შეიქმნა. იგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მედიისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის, რათა მათ კვალიფიციურად განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი. წიგნი მომზადებულია კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის მიერ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. იგი 16 აქტუალურ თემას მოიცავს, რომელზეც შესაძლოა განხორციელდეს მონიტორნგი. ესენია: შესყიდვების მონიტორინგი, ადმინისტრაციული პროცედურების მონიტორინგი, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მონიტორინგი, საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი და ა.შ. თითოეულ თემას, გარდა თეორიული მიმოხილვისა,  თან ახლავს პრაქტიკული მაგალითები წარმატებული თუ წარუმატებელი მონიტორინგების შესახებ. სახელმძღვანელოში ასევე ცალკე თავი აქვს დათმობილი უცხოური გამოცდილების მაგალითებს. 
დაინტერესებულ პირებს სახლემძღვანელო შეუძლია მიიღონ ორგანიზაციის ოფისში ან გადმოწერონ ვებ–ვერდიდან – www.ciesr.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)