en
ge

EMC ხურვალეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხს ეხმიანება

EMC ხურვალეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხს ეხმიანება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას, ასევე სოფელი ხურვალეთის მკვიდრის, დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების უკანონო დაკავების ფაქტს.

„აშკარაა, რომ ის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს საოკუპაციო რეჟიმებთან და რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით არ არის ეფექტიანი. ისინი დღეს სრულად ვერ პასუხობს იმ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას de facto საზღვრის მიმდებარედ, ორივე მხარეს. სწორედ ამიტომ, EMC კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო აქტორებმა უნდა გადახედონ არსებულ ფორმატებს და შეიმუშაონ ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი სტრატეგიები ამ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული კრიზისის მართვისა და კონფლიქტების რეგულირების მიზნით“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)