თბილისი. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის ავცელებს ბლოგპოსტს: აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში.
ორგანიზაცია გთავაზობთ ზოგად რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ შექმნილ რეალობასთან შეგუებაში.
შეიმუშავეთ გეგმა საგანგებო მდგომარეობისთვის; შეიმუშავეთ დღის ახალი რუტინა და განრიგი ძველის გათვალისწინებით; განაგრძეთ ბავშვის განვითარების მიზნებზე მუშაობა; განაგრძეთ ქცევის მართვის მიდგომის გამოყენება; გამოყავით სახლში სხვადასხვა ზონები; წინასწარ გააცანით ბავშვს დაგეგმილი ცვლილებები და ივარჯიშეთ მათ დანერგვაში; დააწესეთ ნათელი შეზღუდვები ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით; გამოიყენეთ თქვენი კავშირები; გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)