თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს უცნობი ავტორის თვალსაზრისს: ციცინათელების სასაფლაო. ანონიმი საუბრობს ქართულ-აფხაზურ ომზე, გალში გატარებულ ბავშვობაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც იქ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ.
„კიდევ ბევრი ისეთი რამის დაწერა და გაზიარება შეიძლება, რამაც ცოტათი მაინც შეიძლება დაგაფიქროთ იმაზე, რომ ამ ხალხის ყველაზე დიდი ტკივილი და პრობლემა „მივიწყებულობაა“. თქვენ არ იცით რამდენად მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია „გადაღმა“ მყოფი ხალხისთვის „გაღმა“ გადმოსვლა და „სამშვიდობოს“ ყოფნა. ეს „გაღმა“ სხვა სივრცეებისა და მასშტაბებისკენ ხსნის გზას. ეს „გაღმა“ არის იმედი, რომლის ცეცხლი „გადაღმა“ მყოფ ხალხს ნელ-ნელა უქრება“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)