თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, წარუდგინა ვალდებულებები, რომლებიც განსახილველად გაეგზავნათ საბჭოში შემავალ სახელმწიფო უწყებებს.
„ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ვალდებულებები დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, მათ შორის OGP-ის წევრი სახელმწიფოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე და მიზნად ისახავს საქართველოში მოქალაქეთა ჩართულობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მონაცემებზე წვდომის და ინფორმაციის თავისუფლების გაზრდას, კორუფციასთან ბრძოლას და სახელმწიფო უწყებების მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობას“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)