თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა.
„2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 81 ქულა მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით, უმნიშვნელო - ერთპუნქტიანი გაუარესებაა. აღნიშნული ცვლილება ძირითადად „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მხრიდან რამდენიმე საკითხის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. ამ მაჩვენებლით 117 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო, წინა კვლევის მსგავსად, კვლავ მე-5 ადგილზე დარჩა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და მექსიკა უსწრებენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)