en
ge

EMC 1 მაისს მშრომელთა მდგომარეობას აფასებს

EMC 1 მაისს მშრომელთა მდგომარეობას აფასებს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მშრომელთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება. ორგანიზაცია სახელმწიფოს მშრომელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საკანონდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს, არსებული კანონმდებლობის აღსრულების მოქნილი მექანიზმებისა და სოციალური დაცვის მყარი სტანდარტების შექმნისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში მშრომელთა დიდი ნაწილი შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფისა და შრომითი უფლებების დარღვევის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება. თუმცა პანდემიის პირობებში ამან განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი შეიძინა. სისტემატიური სახე მიიღო წინასწარი შეტყობინებისა და სათანადო კომპენსაციის გარეშე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებამ, უხელფასო შვებულებაში დასაქმებულების იძულებით გაშვებამ, ხელფასის თვითნებურმა შემცირებამ თუ ანაზღაურებაზე უარის თქმამ. შექმნილმა ვითარებამ ზედაპირზე გამოიტანა და ხილული გახადა მშრომელთა მოწყვლადობა და სამართლიანი საკანონმდებლო მოწესრიგების, ქმედითი ინსტიტუტებისა და სოციალური დაცვის მყარი გარანტიების არარსებობა“.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023