თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამარტება გააკეთა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას სააპელაციო საჩივარი და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში 10 არარეზიდენტ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების (თითოეულზე თანხის მითითებით) გადმოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონები გამორიცხავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდებისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გავრცელებას, მაგრამ ეს არ გულისხმობს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ამსახველი ხელშეკრულებების საჯაროობის გამორიცხვას და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მაინც არსებობს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)