თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც შესაძლებელი იყო მოხმარებისათვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
შესაბამისი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, საია მზად არის დაეხმაროს მსჯავრდებულებს შუამდგომლობის მომზადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)