თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: რატომ არის მნიშვნელოვანი არქივების ღიაობა.
„ღიაობა და ანგარიშვალდებულება დემოკრატიული პრინციპებია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თავისუფალი საზოგადოების განვითარება. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, ინფორმაციაზე წვდომა, არქივების გახსნილობა და საარქივო დოკუმენტების გასაჯაროვება რიგი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას გაეცნოს და გაიაზროს ისტორია და ტოტალიტარული წარსული.
საარქივო დოკუმენტების ფოტოგადაღების დაშვება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის ზრდის, არამედ ასევე მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ გზით ხელისუფლება დაადასტურებს, რომ მას სრულად აქვს გათვითცნობიერებული არქივების ღიაობის მნიშვნელობა და დაამკვიდრებს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების მსგავს პრაქტიკას საქართველოში“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)