თბილისი. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის - ანა აბაშიძის ონლაინ ლექცია ადამიანის უფლებების საკითხებზე.
„აღნიშნული ონლაინ ლექცია-სემინარი ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისა და დაინტერესებული აკადემიური პერსონალისთვის, ვინც ჩართულია კურსში „სამოქალაქო საზოგადოების როლი“.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ“.
წყარო: პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)