თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულმა სამმა პირმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა.
„ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოსარჩელეთა შორის 1 ჟურნალისტი და აქციის 2 მონაწილეა. სასამართლოში მათ ინტერესებს საია იცავს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)