თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების 2020 წლის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშზე კომენტარები წარადგინა რამდენიმე საკითხზე, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის მნივშენლოვან მიმართულებებს წარმოადგენენ.
ორგანიზაციას მიაჩნია რომ ჩამოთვლილი მიმართულებებით (მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათშორისი საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა და ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნებზე; მდგრადი განვითრების მიზნების ინტეგრაცია ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებში; პოლიტიკის შემუშავების თანამონაწილეობითი პროცესი; მართლმსაჯულების სისტემა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) არსებობს რიგი ხარვეზები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)