თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, ორგანიზაციამ 2017 წელს საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად დაიწყო პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში“ განხორციელება.
„2017-2018 წლების პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების მეთოდოლოგია და შეფასდა 10 ყოფილი საბჭოთა ქვეყნის 20 არქივი. პროექტი გაგრძელდა მომდევნო წლებშიც (2019-2020) და რეიტინგს აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის 8 ახალი ქვეყანა დაემატა. პროექტის შედეგად თითოეულ ქვეყანაში შეფასდა 2 არქივი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)