თბილისი. 19 და 24 ივნისს გაიმართა ორი, რუსული და ინგლისურენოვანი ონლაინ შეხვედრა IDFI-ის პროექტში „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“ ჩართულ მკვლევარებთან და ექსპერტებთან.
„ვებინარის მონაწილეებმა განიხილეს მათ მიერ 18 ქვეყნის სახელმწიფო არქივებში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ასახულია IDFI-ის მიერ შექმნილ არქივების საერთაშორისო რეიტინგის ვებგვერდზე და IDFI-ის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიში“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)