თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ონლაინ პრეზენტაცია გამართა თემაზე: „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“.
„შეხვედრაზე განიხილეს მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მგომარეობის მხრივ არსებული გამოწვევები და ტენდენციები, როგორიცაა საერთაშორისო სტატუსის მინიჭების დაბალი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში, უსაფრთხოების საფუძველით უარის დასაბუთებულობის, ინტეგრაციისა და დაკავების ალტერნატივის საკითხები“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)