თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიანობაში გამჭვირვალობის ხარვეზები არსებობს.
„IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილით „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, მედიააკადემიაში მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით, მათი ბიუჯეტი და სხვა ინფორმაცია გამოითხოვა. სამწუხაროდ, „მედიააკადემიის“ წერილით უარი გვეთქვა ინფორმაციის მოწოდებაზე, ხოლო საფუძვლად მიეთითა, რომ „მედიააკადემია“ არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით“...
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)